суббота, 7 ноября 2015 г.



























რძე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეში ჩაყარეთ სულგუნის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.
როგორც კი ყველი გახდება წელვადი, მაშინვე ამოიღეთ, გააბრტყელეთ ხელით და ეცადეთ მისცეთ ოთხკუთხედი ფორმა.
გაბრტყელებული ყველის ფირფიტის მთელ ზედაპირს გადაუსვით წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნის, წიწაკის და მარილის ნაზავი. გადაახვიეთ რულეტად. შეამზადეთ და მოათავსეთ მარილიან წყალში ( 0.5 ლ წყალზე 3 ს.კ მარილი).
ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრ. რძე, რომელშიც მომზადდა ყველი, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნა, წიწაკა და მარილი.
გებჟალიის რულეტი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ მომზადებულ სოუსში.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ჭყინტი სულგუნი 500 გრ.
  • პიტნა 50 გრ.
  • არაჟანი 50 გრ.
  • რზე 1 ლ.
  • ნადუღი 100 გრ.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

четверг, 5 ноября 2015 г.


შემადგენლობა:ქათამი3-4 თავი ხახვი1 ჩ.ჭ ნიგოზი2 ს.კ ძმარი4-5 კბილი ნიორიმარილი-გემოვნებითმომზადება:ქათამი კარგად დავასუფთავოთ, გავრეცხოთ,დავჭრათ და ჩავდოთ ქვაბში.დავასხათ მარილწყალი და კარგად მოვხარშოთ .დავჭრათ ხახვი, წმინდად დავნაყოთ გამხმარი ქინძი,ნიორი,ნიგოზი,წიწაკა,ყველაფერი ეს კარგად ავლესოთ ძმარსა და ქათმის ნახარშში და მოვასხათ მოხარშულ ქათამს.

მომზადება:
დაჭერით 1 კგ ბატკნის ხორცი საშუაო ზომის ნაჭრებად, გარეცხეთ, გაწურეთ. მოათავსეთ ქვაბში,
დაუმატეთ 2 თავი  წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაშუშეთ წყლის ამოშრობამდე, შემდეგ
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი 200-200 გრ ახალი ხახვი და ტარხუნა, 50-50 გრ ქინძი, ოხრახუში,
რეჰანი, ნიახური, კამა, პიტნა, 4 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ჩ.ჭ ტყემალი, 2 ჩ.ჭ თეთრი ღვინო,
წიწაკა და მარილი გემოვნებით. დაასხით იმდენი წყალი, რომ შემოადგეს. ხორცი რომ კარგად
მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან.

среда, 4 ноября 2015 г.

მასალა:

კვერცხი - 5 ცალი
კარაქი - 300-500 გრამი
ყველი - 1 კილოგრამი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესი:

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.

უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისაგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კარაქი, ორი ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი, ზემოდან ისევ ორი მოხარშული, კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.

вторник, 3 ноября 2015 г.


საფეხურები

  1. 1არსებობს ხაჭაპურის ცომის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტი. დაწყებული ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით და დამთავრებული მაწვნის ცომით.
  2. 2ჩვენი რეცეპტის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გავხსნათ საფუარი თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი. მიღებული მასა მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ მის აფუებას.
  3. 3შემდეგ შევურიოთ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული, ლიმონის მჟავა, წყალი, მარილი, გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი და შევურიოთ მიღებული მასა საფუარის, წყლის და შაქრის ნაზავს.
  4. 4გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჭურჭელში, გავუკეთოთ შუაში ჩაღრმავება და დავასხათ მიღებული იგრედიენტების მასა.
  5. 5მოვზილოთ ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელის გულებსა და ''დავასვენოთ'' თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში.
  6. 6ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცომის ზედაპირზე გახეხილი ყველი, მოუჭრათ თავი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.
  7. 7გაბრტყელებული ხაჭაპური მოვათავსოთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოვაცხოთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  8. 8შემდეგ გამოვიღოთ ტაფა ღუმელიდან და გადავუსვათ ხაჭაპურს კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვათავსოთ თეფშზე.
  9. 9ხაჭაპური კარგად იჭრება პიცის საჭრელით ან სამზარეულოს მაკრატლით.
  10. 10მეგრული ხაჭაპური მზადდება ისევე, როგორც იმერული ორონდ ზევიდან ეყრება გახეხილი სულგუნი არეული ათქვეფილ კვერცხთან.
  11. საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

    • კარაქი ან მარგარინი 200 გრ.
    • პურის ფქვილი 300 გრ.
    • კვერცხი 1 ცალი.
    • ლიმონის მჟავა 5 გრ.
    • მარილი 5 გრ.
    • საფუარი 5 გრ.
    • შაქარი 4-5 გრ.
    • წყალი დაახლოებით 100 მლლ.
    • ყველი იმერული უმარილო 350 გრ.

საფეხურები

  1. 1ქათამი ან ინდაური გატრუსეთ, გარეცხეთ და მოათავსეთ დიდ ქვაბში მოსახარშად. მოხარშვისთანავე გამოიღეთ, გააცივეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად. ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ჩაასხით ცალკე ჭურჭელში. ბულიონი გადაწურეთ წვრილ საწურში.
  2. 2ქვაბში ჩაასხით ქათმის ან ინდაურის ცხიმი, გააცეხელეთ და ჩაყარეთ მაქსიმალურად წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდგომ ხახვში ჩაასხით ღვინო და დაელოდეთ მის აორთქლებას. ზოგი ამატებს საცივს ძმარს რაც იწვევს მის გამუქებას. ტრადიციულ რეცეპტში ღვინოს არ ამატებენ, მაგრამ გირჩევთ სცადოთ.
  3. 3შემდეგ ჩაასხით ქვაბში დაახლოებით 1.5 ლიტრი ბულიონი და აადუღეთ რამდენიმე ხნის განმავლობაში. ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ სუნელები და წვრილად გახეხილი ნიორი. ნიგოზი კარგად გახსენით ცოტაოდენ ბულიონში და ჩაასხით ნიორთან და სუნელებთან ერთად ქვაბში.
  4. 4დროთა განმავლობაში ურიეთ საცივს ხის ან საკვების სილიკონის კოვზით. მარილი და წითელი წიწაკა დაამატეთ გემოვნებით. ქათმის ან ინდაურის ნაჭრები ოდნავ შებრაწეთ ღუმელში და მოათავსეთ საცივის წვენში. ადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. საცივი შეგიძლიათ გადაანაწილოთ რამდენიმე ჭურჭელში და გაყინოთ. გასალღობად გააცხელეთ საცივი ძალზე დაბალ ცეცხლზე, უკეთესია ორთქლის აბაზანაზე.
  5. საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

    • ქათამი ან ინდაური 2 ან 2.5 კგ.
    • ნიგოზი 350 გრ.
    • ნიორი 40-50 გრ.
    • ხახვი 450 გრ.
    • დარიჩინი გემოვნებით
    • მიხაკი გემოვნებით
    • ხმელი ქინძი 2 ჩ.კ.
    • უცხო სუნელი 3 ჩ.კ.
    • ყვითელი ყვავილი 2 ჩ.კ.
    • წითელი წიწაკა გემოვნებით
    • მარილი გემოვნებით
    • ღვინო 100 მილ.ლ.

воскресенье, 1 ноября 2015 г.

ქართულ კულინარიაში ხაჭაპურის მომზადების არაერთი რეცეპტი მოიპოვება. ამჯერად წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს. :-) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი! -
რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 200 გრამი ხაჭაპურის ცომი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 70 გრამი კარაქი
  • 200 გრამი სულგუნი
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე.
2. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.
3. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.
4. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი (იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.
5. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული.
6. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!