Posted By:
Unknown
|
At:
07:52
- 1ღორის მწვადის გემოსთვის და სირბილისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხორცის ხარისხს. თუ გაქვთ შერჩეული ჩალაღაჯის ნაჭერი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის მალე შრება ნაკვერჩხალზე და საჭიროებს ნაკლებ შეწვას სხვა ნაჭრებთან შედარებით. ამიტომ ჩალაღაჯის ნაჭრები მოათავსეთ ცალკე შამფურზე.
- 2ხორცი დაჭერით და მოათავსეთ ემალირებულ, თიხის ან შუშის ჭურჭელში. დაასხით მინერალური წყალი, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და დაასხით ლიმნის წვენი. გააჩერეთ ხორცი მარინადში ორი საათის განმავლობაში.
- 3მინერალური წყალი არბილებს ხორცს. იგივე ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხორცის დასარბილებლად.
- 4ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე.
- 5თუ მწვადს წვავთ ტაფაზე, გირჩევთ გამოიყენოთ ღორის ცხიმი, რომელიც არაჩვეულებრივად არბილებს მწვადს.
- 6შემწვარი მწვადის ნაჭრები დააწყვეთ თეფშზე. შეგიძლიათ მწვადს მოაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ღორის ხორცი 600 გრ.
- მინერალური გაზიანი წყალი 500 მლლ.
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი.
- ლიმნის წვენი 1/2 ჩ.კ.
- ხახვი 150 გრ.
- ხმელი ტარხუნა 1 ს.კ.
- ბროწეულის მარცვლები 2 ს.კ.
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
0 коммент. :
Отправить комментарий