ქართულ კულინარიაში ხაჭაპურის მომზადების არაერთი რეცეპტი მოიპოვება. ამჯერად წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს. :-) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი! -
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე.
2. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.
3. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.
4. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი (იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.
5. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული.
6. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!
0 коммент. :
Отправить комментарий