суббота, 7 ноября 2015 г.


მასალა:
  • 1 კგ საქონლის მკერდის ხორცი
  • 150 გრ ბრინჯი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1/2 სუფრის კოვზი ტომატი
  • 1 სუფრის კოვზი დანაყილი ქინძი, ოხრახუში
  • 1 ჩ.კ ხმელი სუნელი
  • 50 გრ კარაქი
  • წუწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება:
საქონლის მკერდის ხორცი დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და დადგით მოსახარშად. როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ტაფაზე კარაქში, როცა ხახვი ოდნავ გავარდისფრდება , დაუმატეთ ტომატის პასტა, 2-3 წუთი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე და ტან ურიეთ. ბრინჯის მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ხმელი სუნელი და შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.

0 коммент. :

Отправить комментарий